10 წელი პრაქტიკაში! (მე-3 ნაწილი)

სოფიო ტყემალაძე ბლოგ პოსტების ამ სერიის ბოლო ნაწილში გიზიარებთ საუკეთესო სასამართლო პრაქტიკას საარბიტრაჟო სარჩელების, ისევე როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების, უზრუნველყოფის ღოისძიებებთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო კონკურენცია – არბიტრაჟისადმი „მეგობრული დამოკიდებულების“ მქონე ქვეყნების უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა

არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) მიღების შემდგომ,[1] კანონში სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება  განხორციელდა, რომელთა მიზანიც, არბიტრაჟის, როგორც ინსტიტუტის განვითარება, მისდამი „მეგობრული განწყობის“ შექმნა და კანონის UNCITRAL-ის[2] მიერ მიღებულ საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის მოდელურ კანონთან (შემდგომში „მოდელური კანონი“) შესაბამისობაში მოყვანა იყო.[3] საქართველოს მსგავსად, მრავალი ქვეყანა აფუძნებს არბიტრაჟის მარეგულირებელ კანონმდებლობას მოდელურ კანონს.[4] თუმცა, ქვეყნები უფრო შორსაც მიდიან და […]

10 წელი პრაქტიკაში! (მე-2 ნაწილი)

ბლოგ პოსტების ამ სერიის მეორე ნაწილი მინდა დავუთმო საუკეთესო სასამართლო პრაქტიკას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებასა და გაუქმებაზე. ეს საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან არბიტრაჟის ერთ-ერთ უპირატესობად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების საბოლოობა მიიჩნევა. ამავე დროს, ვიცით, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების უკონტროლოდ დატოვება არ შეიძლება (ჩვენ ამის ცუდი გაკვეთილი თავად ვიწვნიეთ[1]), და როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაც მოწმობს,[2] აუცილებელია არსებობდეს სასამართლოს მინიმალური ზედამხედველობა […]

10 წელი პრაქტიკაში! (1-ლი ნაწილი)

წელს 10 წელი შესრულდა, რაც საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“ შევიდა ძალაში. ვფიქრობ, მიზანშეწონილია გავაანალიზოთ რა მოხდა ამ პერიოდში, სად ჰქონდა ადგილი პროგრესს, რა რჩება გამოწვევად და სად არის ძირითადი ბარიერები, თუ წინსვლის შესაძლებლობები. ამ მიზნით არბიტრთა ასოციაცია 2020 წლის 21 ოქტომბერს გამართავს 10 წლის აღნიშვნის ღონისძიებას, სადაც სფეროს ექსპერტებსა და ფართო საზოგადოებას, მართალია ვირტუალურ სივრცეში, […]