უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებისას, De Minimis პრინციპის საფუძველზე სასამართლოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება
მკითხველისათვის, წინა ბლოგ-პოსტების გათვალისწინებით, ალბათ უკვე ცნობილია, რომ საქართველო წარმოადგენს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის (შემდგომში „ნიუ-იორკის კონვენცია“) ხელშემკვრელ სახელმწიფოს და ეს კონვენცია ინკორპორირებულია არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონში (შემდგომში „აშკ“). აშკ-ს 45-ე მუხლი, ნიუ-იორკის კონვენციის V მუხლის მსგავსად, ჩამოთვლის რამდენიმე ამომწურავ საფუძველს, რომელთა არსებობს შემთხვევაშიდაც, კომპეტენტური სასამართლო (რომელსაც […]