10 წელი პრაქტიკაში! (მე-3 ნაწილი)

სოფიო ტყემალაძე ბლოგ პოსტების ამ სერიის ბოლო ნაწილში გიზიარებთ საუკეთესო სასამართლო პრაქტიკას საარბიტრაჟო სარჩელების, ისევე როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების, უზრუნველყოფის ღოისძიებებთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო კონკურენცია – არბიტრაჟისადმი „მეგობრული დამოკიდებულების“ მქონე ქვეყნების უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა

არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) მიღების შემდგომ,[1] კანონში სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება  განხორციელდა, რომელთა მიზანიც, არბიტრაჟის, როგორც ინსტიტუტის განვითარება, მისდამი „მეგობრული განწყობის“ შექმნა და კანონის UNCITRAL-ის[2] მიერ მიღებულ საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის მოდელურ კანონთან (შემდგომში „მოდელური კანონი“) შესაბამისობაში მოყვანა იყო.[3] საქართველოს მსგავსად, მრავალი ქვეყანა აფუძნებს არბიტრაჟის მარეგულირებელ კანონმდებლობას მოდელურ კანონს.[4] თუმცა, ქვეყნები უფრო შორსაც მიდიან და […]

ელექტრონული (დისტანციური) არბიტრაჟის პერსპექტივა საქართველოში

ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ანიმაციურ ფილმში – რატატუი (Ratatouille), გურმანი ანტონ ეგო, რესტორნის შესაფასებლად უკვეთავს ახალ, კარგად შეკაზმულ „პერსპექტივებს“, რაც სხვა გარემოებებთან ერთად,  საბოლოოდ რესტორნის მეტაფორმორფოზის საფუძველი გახდა. ხშირად, სწორედ   ასეთი  “გამოცდა”  უყრის  საფუძველს  მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას. საქართველოში,  ასეთი ცვლილების „შეკვეთა“ ელექტრონული არბიტრაჟის მიმართ, COVID 19-ის გავრცელებამ მოიტანა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების საფუძველზე, სხვადასვა ეკონომიკური საქმიანობა, […]

Ad hoc არბიტრაჟის მოლოდინში

ერთ-ერთი საკითხი, რომლის გარშემოც ხშირად ისმევა კითხვა ბოლო წლების განმავლობაში, არის ad hoc არბიტრაჟი საქართველოში. კითხვები ჩნდება სხვადასხვა განზომილებაში, დაწყებული იქიდან, დაშვებულია თუ არა ad hoc არბიტრაჟი საქართველოში? როგორია სასამართლო პრაქტიკა ad hoc საარბიტრაჟო დათქმებთან დაკავშირებით? დამთავრებული პრაქტიკული საკითხებით: როგორ შედგება ასეთი არბიტრაჟი? ვინ დანიშნავს არბიტრებს თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ? როგორ გადაწყდება სხვა საკითხები: ვადები, […]