კომპანიის შიდა იურისტების ხარჯების ანაზღაურება, განსხვავებული აზრი და საპროცესო პრეტენზიის დაგვიანებული წარდგენა: კიოლნის სასამართლოს არბიტრაჟისადმი მეგობრული განმარტებები

შესავალი 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენცია  უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ („კონვენცია“) ამომწურავად ჩამოთვლის V მუხლში იმ საფუძვლებს, რა საფუძვლებზე დაყრდნობითაც შესაძლოა უარი ეთქვას მხარეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე. ამასთან, კონვენცია აღიარებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების არსებითი გადასინჯვის აკრძალვას, რაც  გულისხმობს იმას,  რომ  „სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება არსებითი გადასინჯვის საფუძველზე საქმეზე ახალი გადაწყვეტილება გამოიტანოს, თუნდაც საარბიტრაჟო ტრიბუნალის […]