აზერბაიჯანის საარბიტრაჟო რეფორმა – ორი ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან

2023 წლის 26 დეკემბერს, აზერბაიჯანმა მიიღო ახალი კანონი არბიტრაჟის შესახებ (შემდგომში „აზერბაიჯანის კანონი“).[i] კანონი განასხვავებს ეროვნულ და საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვას (საერთაშორისოდ, არბიტრაჟი მიიჩნევა მაშინ,  როდესაც, მათ შორის მხარეებს სხვადასხვა ქვეყანაში აქვთ ადგილსამყოფელი). ახალი კანონი  ნაწილობრივ ეფუძნება UNICTRAL-ის 2006 წლის მოდელურ კანონს საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ (შენდგომში „მოდელური კანონი“).[ii] თუმცა, მოდელური კანონისაგან განსვავებით, ახალი კანონი შეიცავს […]

ჩრდილოეთ ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს 1996 წლის არბიტრაჟის აქტის საკანონმდებლო რეფორმა (მე-2 ნაწილი)

შესავალი 2023 წლის ივნისში  გამოვაქვეყნე ბლოგპოსტი, რომელიც  მიმოიხილავს ჩრდილოეთ ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ  სამეფოში (შემდგომში „UK”)  1996 წლის არბიტრაჟის აქტის (შემდგომში „არბიტრაჟის აქტი“) რეფორმას; კერძოდ, საკანონმდებლო კომისიის (შემდგომში „კომისია“) გამოქვეყნებულ ორ შუალედურ ანგარიშს. ორივე მათგანი შეიცავდა რეკომენდაციებს არბიტრაჟის აქტში ცვლილებების შეტანის სასარგებლოდ. თუმცა, კომისიამ საბოლოო ცვლილებების პროექტის მომზადებამდე,  მაინც აიღო ვადა ღია საკითხებზე პოზიციის […]

ჩრდილოეთ ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს 1996 წლის არბიტრაჟის აქტის საკანონმდებლო რეფორმა

შესავალი ჩრდილოეთ ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ  სამეფოში (შემდგომში „UK”) არბიტრაჟი 1996 წლის არბიტრაჟის აქტით (შემდგომში „არბიტრაჟის აქტი“) რეგულირდება. განსხვავებით მრავალი ქვეყნისაგან (მათ შორის საქართველო), UK-ის არბიტრაჟის აქტი არ ეფუძნება  UNCITRAL-ის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ მოდელურ კანონს და ბევრ უნიკალურ მუხლს შეიცავს, რომელიც, მათ შორის, UK-ში არსებული სასამართლო სისტემის მაღალი ნდობის შედეგად, ხდის ლონდონს, და […]

გერმანიის იუსტიციის ფედერალურმა სამინისტრომ საარბიტრაჟო კანონმდებლობის ცვლილებების თაობაზე ინიციატივა გამოაქვეყნა

გერმანიაში, არბიტრაჟის შესახებ კანონი ცალკე ფორმით არ არის მიღებული და მას  გერმანიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში „ZPO“) მე-10 წიგნი არეგულირებს.[i] ბოლო ძირეული ცვლილებები ZPO-ს  ამ  წიგნში,   1997 წლის 22 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით განხორციელდა, რომელიც UNCITRAL-ის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ 1985 წლის მოდელურ კანონს (შემდგომში „მოდელური კანონი“) დაეფუძნა.  იმის გათვალისწინებით, რომ ამის შემდგომ, 2006 წელს,  მოდელურ […]

საკანონმდებლო კონკურენცია – არბიტრაჟისადმი „მეგობრული დამოკიდებულების“ მქონე ქვეყნების უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა

არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) მიღების შემდგომ,[1] კანონში სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება  განხორციელდა, რომელთა მიზანიც, არბიტრაჟის, როგორც ინსტიტუტის განვითარება, მისდამი „მეგობრული განწყობის“ შექმნა და კანონის UNCITRAL-ის[2] მიერ მიღებულ საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის მოდელურ კანონთან (შემდგომში „მოდელური კანონი“) შესაბამისობაში მოყვანა იყო.[3] საქართველოს მსგავსად, მრავალი ქვეყანა აფუძნებს არბიტრაჟის მარეგულირებელ კანონმდებლობას მოდელურ კანონს.[4] თუმცა, ქვეყნები უფრო შორსაც მიდიან და […]

ელექტრონული (დისტანციური) არბიტრაჟის პერსპექტივა საქართველოში

ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ანიმაციურ ფილმში – რატატუი (Ratatouille), გურმანი ანტონ ეგო, რესტორნის შესაფასებლად უკვეთავს ახალ, კარგად შეკაზმულ „პერსპექტივებს“, რაც სხვა გარემოებებთან ერთად,  საბოლოოდ რესტორნის მეტაფორმორფოზის საფუძველი გახდა. ხშირად, სწორედ   ასეთი  “გამოცდა”  უყრის  საფუძველს  მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას. საქართველოში,  ასეთი ცვლილების „შეკვეთა“ ელექტრონული არბიტრაჟის მიმართ, COVID 19-ის გავრცელებამ მოიტანა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების საფუძველზე, სხვადასვა ეკონომიკური საქმიანობა, […]

Ad hoc არბიტრაჟის მოლოდინში

ერთ-ერთი საკითხი, რომლის გარშემოც ხშირად ისმევა კითხვა ბოლო წლების განმავლობაში, არის ad hoc არბიტრაჟი საქართველოში. კითხვები ჩნდება სხვადასხვა განზომილებაში, დაწყებული იქიდან, დაშვებულია თუ არა ad hoc არბიტრაჟი საქართველოში? როგორია სასამართლო პრაქტიკა ad hoc საარბიტრაჟო დათქმებთან დაკავშირებით? დამთავრებული პრაქტიკული საკითხებით: როგორ შედგება ასეთი არბიტრაჟი? ვინ დანიშნავს არბიტრებს თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ? როგორ გადაწყდება სხვა საკითხები: ვადები, […]