სარედაქციო სახელმძღვანელო

მოგესალმებით, მოხარული ვართ, რომ დაინტერესებული ხართ Georgian arbitration-ის ბლოგით.

იმ შემთხვევაში, თუ გაგაჩნიათ სურვილი, რომ განათავსოთ ბლოგპოსტი, ან გსურთ დასვათ კითხვა ბლოგთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ რედაქტორს შემდეგ ელ-ფოსტაზე:  georgekekenadze@gmail.com

გთხოვთ, ბგლოგპოსტის გამოსაქვეყნებლად, გამოგზავნამდე გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • ჩვენ მივესალმებით ბლოგპოსტებს, რომლებიც შეეხება არამარტო არბიტრაჟის, არამედ დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიული მექანიზმების  (ADR) მარეგულირებელი   კანონმდებლობისა და თანმდევი სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას, გამოწვევებსა თუ განვითარებებს; ამასთანავე, ქართულთან ერთად,  შესაძლებელია ბლოგპოსტი შეეხებოდეს  უცხოური სააარბიტრაჟო სამართლის განვითარებასა და სასამართლოების აქტუალურ გადაწყვეტილებებს; ასევე,  ADR-თან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, მოვლენებს, მიმდინარე სიახლეებს, საკანონმდებლო განვითარებებს თუ პრაქტიკულ  რჩევებსა და აქტუალურ საკითხებს.

  • ბლოგპოსტის შინაარსი უნდა იყოს ავთენტური და  ფაქტებისა თუ მოვლენების აღწერასთან ერთად, ავტორი უნდა გამოხატავდეს საკუთარ შეხედულებას ბლოგპოსტის ძირითადი თემის ირგვლივ;

  • თუკი ბლოგში მოყვანილი იქნება სხვისი მოსაზრება/ნამუშევარი, პოსტი უნდა შეიცავდეს შესაბამის მითითებას ავტორზე;

  • პოსტი ორიგინალი სახით უნდა გამოქვეყნდეს, ე.ი. არ უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული სხვაგან;

  • ბლოგპოსტი დაწერილი უნდა იყოს მარტივი და გასაგები ენით;

  • ბლოგპოსტის მოცულობა არ უნდა იყოს 300 სიტყვაზე ნაკლები და 2000 სიტყვაზე მეტი;

  • მნიშვნელოვანია, რომ ტექსტი არ იყოს გადატვირთული ლინკებით და ტექსტის ბოლოს მოყვანილი იყოს Endnote-ბი.