სარედაქციო სახელმძღვანელო

მოგესალმებით, მოხარული ვართ, რომ დაინტერესებული ხართ არბიტრაჟის ბლოგით.

იმ შემთხვევაში, თუ გაგაჩნიათ სურვილი, რომ განათავსოთ ბლოგპოსტი, ან გსურთ დასვათ კითხვა ბლოგთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ რედაქტორს, გიორგი კეკენაძეს შემდეგ ელ-ფოსტაზე:  georgekekenadze@gmail.com

გთხოვთ, ბგლოგპოსტის გამოსაქვეყნებლად, გამოგზავნამდე გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • ჩვენ მივესალმებით ბლოგპოსტებს, რომლებიც შეეხება არამარტო არბიტრაჟის, არამედ დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიული მექანიზმების  (ADR) მარეგულირებელი   კანონმდებლობისა და თანმდევი სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას, გამოწვევებსა თუ განვითარებებს; ამასთანავე, ქართულთან ერთად,  შესაძლებელია ბლოგპოსტი შეეხებოდეს  უცხოური სააარბიტრაჟო სამართლის განვითარებასა და სასამართლოების აქტუალურ გადაწყვეტილებებს; ასევე,  ADR-თან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, მოვლენებს, მიმდინარე სიახლეებს, საკანონმდებლო განვითარებებს თუ პრაქტიკულ  რჩევებსა და აქტუალურ საკითხებს.

  • ბლოგპოსტის შინაარსი უნდა იყოს ავთენტური და  ფაქტებისა თუ მოვლენების აღწერასთან ერთად, ავტორი უნდა გამოხატავდეს საკუთარ შეხედულებას ბლოგპოსტის ძირითადი თემის ირგვლივ;

  • თუკი ბლოგში მოყვანილი იქნება სხვისი მოსაზრება/ნამუშევარი, პოსტი უნდა შეიცავდეს შესაბამის მითითებას ავტორზე;

  • პოსტი ორიგინალი სახით უნდა გამოქვეყნდეს, ე.ი. არ უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული სხვაგან;

  • ბლოგპოსტი დაწერილი უნდა იყოს მარტივი და გასაგები ენით;

  • ბლოგპოსტის მოცულობა არ უნდა იყოს 300 სიტყვაზე ნაკლები და 2000 სიტყვაზე მეტი;

  • მნიშვნელოვანია, რომ ტექსტი არ იყოს გადატვირთული ლინკებით და ტექსტის ბოლოს მოყვანილი იყოს Endnote-ბი.