ინტერესთა კონფლიქტი ITLOS-ში – გამოწვევების ახალი ტალღა საერთაშორისო არბიტრაჟში

შესავალი საქართველოში საერთაშორისო არბიტრაჟისა და მისი გამოწვევების განხილვისას, სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება ექცევა საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალს (შემდგომში – “ITLOS”), რომლის იურისდიქციაც საზღვაო სამართლის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას (შემდგომში – “UNCLOS” ან „კონვენცია“) ეყრდნობა.[i] ITLOS ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საერთაშორისო ასპარეზზე. კერძოდ, საყურადღებოა, მის მიერ მიღებული დროებითი ზომები სამი უკრაინული საზღვაო ხომალდის […]