არბიტრაჟი და შრომითი დავები: დაცვის ფარგლები და არჩევანის თავისუფლება
I. შესავალი საერთაშორისო კომპანიები ხშირად ასაქმებენ პერსონალს სხვადასხვა იურისდიქციაში და, დავების გადაწყვეტის ერთიანი მექანიზმის შექმნის მიზნით, შრომით ხელშეკრულებებში საარბიტრაჟო დათქმას ითვალისწინებენ. თუმცა ასეთი დათქმის აღსრულებადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობაზე: დათქმა, რომელიც აშშ-ში აღსრულებადია, შესაძლოა ევროპის რიგ ქვეყნებში ბათილად იქნეს მიჩნეული, ხოლო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებლად.[[i]] სახელმწიფოები განსხვავებულად პასუხობენ კითხვაზე, არის თუ არა […]