ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა როგორც საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობა
შესავალი 2014 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, ევროკავშირმა მიიღო რეგულაცია No 833/2014[i], რომლითაც, მათ შორის, აკრძალულ იქნა გარკვეული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული იურიდიულ პირებისათვის მიყიდვა და მიწოდებაც. სწორედ აღნიშნული რეგულაციის დარღვევა გახდა შტუტგარტის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს (Oberlandesgericht Stuttgart, OLG Stuttgart) შეფასების საგანი (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გერმანიის საჯარო წესრიგთან […]