კომპანიის შიდა იურისტების ხარჯების ანაზღაურება, განსხვავებული აზრი და საპროცესო პრეტენზიის დაგვიანებული წარდგენა: კიოლნის სასამართლოს არბიტრაჟისადმი მეგობრული განმარტებები
შესავალი 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ („კონვენცია“) ამომწურავად ჩამოთვლის V მუხლში იმ საფუძვლებს, რა საფუძვლებზე დაყრდნობითაც შესაძლოა უარი ეთქვას მხარეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე. ამასთან, კონვენცია აღიარებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების არსებითი გადასინჯვის აკრძალვას, რაც გულისხმობს იმას, რომ „სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება არსებითი გადასინჯვის საფუძველზე საქმეზე ახალი გადაწყვეტილება გამოიტანოს, თუნდაც საარბიტრაჟო ტრიბუნალის […]