ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არბიტრაჟისადმი მეგობრული განწყობის ამსახველი 2025 წლის მაისის გადაწყვეტილების ანალიზი
შესავალი არბიტრაჟი საერთაშორისო დავის გადაწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საშუალებს წარმოადგენს, რადგან ის მხარეებს სთავაზობს ავტონომიას, ნეიტრალიტეტსა და საზღვრებს მიღმა მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულების მექანიზმს 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის საფუძველზე. თუმცა, პრაქტიკაში, მხარეთა სწორედ ის შეთანხმება, რომლებიც მიზნად ისახავს დავის არბიტრაჟის საშუალებით გადაწყვეტას, ხშირად ნაკლიანია. მრავალენოვან შეთანხმებებში ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები, თარგმანისას დაშვებული შეცდომები, საარბიტრაჟო ინსტიტუტის ან/და წესების […]