ხელმოწერის მოპოვება ვერ მოხერხდა: გერმანიის ფედერალური სასამართლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალურ მხარეს ახალ მნიშვნელობას ანიჭებს

შესავალი

არბიტრაჟი საერთაშორისო ასპარეზე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მეთოდად იქცა [[i]]. ამას განაპირობებს არა მხოლოდ ის, რომ არბიტრაჟს მხარეებისთვის ორმხრივად მომგებიანი ვითარების უზრუნველყოფა შეუძლია, რაც ვერ ხერხდება ჩვეულებრივი სასამარლო დავის დროს, არამედ ისიც, რომ ის ბევრად სრწაფი, ნაკლებად ძვირი, კონფიდენციალური და მოქნილია [[ii]].

თუმცა, რა თქმა უნდა, არბიტრაჟს მრავალი სირთულე და ბევრი დაბრკოლება ახლავს თან, რაც არა მხოლოდ აჭიანურებს საარბიტრაჟო პროცესებს და ეჭვქვეშ აყენებს არბიტრაჟის იდეას, არამედ პრობლემას უქმნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებასაც [[iii]].

აღნიშნულ ბლოგპოსტში განვიხილავთ ერთ კონკრეტულ საქმეს და მისგან გამომდინარე ვიმსჯელებთ, რა ხდება მაშინ, როცა თავად არბიტრი აფერხებს და უქმნის საფრთხეს საარბიტრაჟო წარმოებას.

 I. ფაქტობრივი გარემოებები

დავა გერმანულ ქიმიურ კომპანიებს BASF-სა და Bayer-ს (მხარეები) შორის მიმდინარეობდა. კერძოდ  2018 წელს Monsanto-ს შეძენის შემდეგ, Bayer-მა (მოპასუხე) თავისი თესლისა და ჰერბიციდების ბიზნესი BASF-ს (მოსარჩელეს) 7.4 მილიარდ ევროდ მიჰყიდა [[iv]]. მხარეთა შორის დავა, როგორც ამას კონტრაქტი ითვალისწინებდა, უნდა გადაწყვეტილიყო სამი არბიტრის მიერ International Chamber of Commerce (ICC)-ია არბიტრაჟის წესებით ფრანკფურტში[[v]]. მოსარჩელემ მოპასუხისგან არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო 1.6 მილიარდი ევროს ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები და მოსარჩელეს 15 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა[[vi]].

საყურადღებოა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას მხოლოდ ორმა არბიტრმა მოაწერა ხელი, ხოლო მესამე არბიტრის ხელმოწერის ნაცვლად, ეწერა, რომ „ხელმოწერის მოპოვება ვერ მოხერხდა“[[vii]]. სწორედ ამ მიზეზით, მოსარჩელემ მიმართა ფრაკნფურტის უმაღლეს რეგიონულ სასამართლოს (OLG Frankfurt) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით[[viii]]. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა გერმანიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის §1054-ე მუხლის (1) პუნქტს, რომელიც, აღსანიშნავია, რომ UNCITRAL-ის მოდალური კანონის (მოდალური კანონი) 31-ე მუხლის თითქმის იდენტურია[[ix]].

II. UNCITRAL-ის მოდალური კანონი და გერმანული კანონმდებლობა

UNCITRAL-ის მოდალური კანონის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და ხელს უნდა აწერდეს არბიტრი ან არბიტრები. იმ შემთხვევაში, თუ ერთზე მეტი არბიტრი იქნება, საარბიტრაჟო ტრიბუნალის წევრთა უმეტესობის ხელმოწერა საკმარისია მხოლოდ იმ პირობით, რომ მითითებული იქნება ხელმოწერის გამოტოვების მიზეზი[[x]]. რაც შეეხება გერმანიის საარბიტრაჟო კანონმდებლობას და პროცედურას, რომელიც მოცემულია გერმანიის სამოქალაქო საპროცესი კოდექსის მე-10 წიგნში, კერძოდ §1054(1) მუხლში, ზუსტად ასახავს მოდალური კანონის 31-ე მუხლის პირველ ნაწილს[[xi]].

რამდენადაც ეს მუხლი მხოლოდ ფორმალურ მოთხოვნად აღიქმება, ის ძალზე მნიშვნელოვანი ჩანაწერის მატარებელია[[xii]]. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის არარსებობამ შეიძლება რიგი შედეგები გამოიწვიოს, როგორებიცაა: 1) მისი ბათილობა; 2)გაუქმება; 3) საარბიტრაჟო პროცესის გადადება ან 4)სასამართლოების მიერ უარის თქმა მათ აღსრულებაზე. შესაბამისად, გასაკვირი არაა , რომ მსგავსი ჩანაწერი ბევრ საარბიტრაჟო კანონმდებლობასა თუ წესებში გვხვდება (მაგალითად: 2021 წლის UNCITRAL-ის წესების 34(4) მუხლი, 2021 წლის ICDR-ის წესების 33(2) მუხლი, 2020 წლის LCIA-ს წესების 26(6) მუხლი, 2021 წლის VIAC-ის წესების 36(3) მუხლი და 2018 წლის DIS-ის არბიტრაჟის წესების 39(4) მუხლი)[[xiii]].

III. ფრაკნფურტის უმაღლესი რეგიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება (OLG Frankfurt)

ფრანკფურტის უმაღლესმა რეგიონულმა სასამართლომ 2023 წლის 27 აპრილს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გააუქმა და მიუთითა, რომ თუ ხელმოწერის არ ქონის სათანადო მიზეზი არ არის მითითებული, ასეთი გადაწყვეტილება არ მიიჩნევა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებად, ვინაიდან დარღვეულია სავალდებულო ფორმალური მოთხოვნა[[xiv]].

OLG Frankfurt-მა განაცხადა, რომ ხელმოწერის არ ქონის მიზეზი ნათლად უნდა ასახავდეს იმას, თუ რატომ არ მოაწერა ხელი არბიტრმა. ხელმოწერა არ უზრუნველყოფს მხოლოდ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დადასტურებას, ის აიძულებს არბიტრს, აიღოს პასუხსიმგებლობა საარბიტრაჟო პროცესის სათანადო წარმართვაზე[[xv]].

IV. გერმანიის ფედერალური სასამართლოს (BGH) გადაწყვეტილება

გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ (BGH) გააუქმა  ფრაკნფურტის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და უკან დააუბრუნა ამ უკანასკნელს განსახილველად[[xvi]]. BGH-მა დაადგინა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება კანონიერი ძალის მქონეა, რადგან ჩანაწერი „ხელმოწერის მიღება ვერ მოხერხდა“ გერმანული საპროცესო კოდექსის §1054(1) მუხლის შესაბამისად, ხელმოწერის არ არსებობის საკმარის მიზეზს წაარმოადგენს[[xvii]].

BGH-მა განმარტა, რომ ზემოაღნიშნული მუხლი მოითხოვს მხოლოდ ხელმოწერის არ ასებობის მიზეზის მითითებას და არა იმის ახსნას, თუ რატომ განაცხადა უარი კონკერტულმა არბიტრმა ხელმოწერაზე. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ არბიტრი მაინც ახსნის იმას, თუ რატომ არ მოაწერა ხელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, სხვა არბიტრის ხელმოწერა მის ახსნა-განმარტებაზე საჭირო არაა[[xviii]].

BGH-ი დაეთახმა OLG Frankfurt-ს იმ ნაწილში, რომ როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არღვევს სავალდებულო ფორმალურ მოთხოვნებს, მას ვერ ექნება სათანადო ძალა, თუმცა BGH-მა ასევე იმსჯელა გერმანული საპროცესო კოდექსის §1054(1) მუხლთან დაკავშირებით და განასხვავა ნორმის შინაარსობრივი და ფორმალური მოთხოვნები, რითაც დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ორივე დაკმაყოფილებულია[[xix]].

BGH-მ დამატებით განმარტა, რომ §1054(1)-ის თანახმად, საკმარისია არბიტრების აბსოლუტური უმრავლესობის ხელმოწერა. ამ დებულების მიზანია, რომ ინდივიდუალურად არბიტრებს არ მიეცეთ საშუალება ხელი შეუშალონ კანონიერი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ §1054(1) შემუშავდა საერთაშორისო არბიტრაჟის გასამარტივებლად, და ახალი ფორმალური ბარიერების შექმნა წინააღმდეგობაში მოვიდოდა კანონმდებლის მიზნებთან[[xx]].

შესაბამისად, BGH-ის გადაწყვეტილებით, ეს კონკრეტული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება კანონიერი იყო და OLG Frankfurt-მა შეცდომით მიიჩნია, რომ ხელმოწერის არქონის მიზეზი მითითებული არ ყოფილა[[xxi]].

V. UNCITRAL-ის მოდალური კანონი მის ხელშემკვრელ იურისდიქციებში და მის გარეთ

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შეესაბამება მრავალ იურისდიქციაში არსებულ მსგავსად ლიბერალურ ინტერპრეტაციას. მოდალური კანონის 31-ე მუხლის თანახმად, არბიტრს შეუძლია ნებისმიერ მიზეზით თქვას უარი გადაწყვეტილებაზე ხელმოწერაზე. მოდალური კანონის ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა, ძირითადად, თავი შეიკავეს დამატებითი ბარიერების შემოღებისგან[[xxii]].

იმავეს თქმა შეიძლება იმ ქვეყნებზეც, რომლებიც არ ეფუძნებიან მოდალურ კანონს. მაგალითად, შვეიცარია, რომლის საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 189-ე მუხლის მიხედვით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიიღება არბიტრთა ხმათა უმრავლესობით, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს ეგრეთ წოდებული თავმჯდომარე (პრეზიდენტი) არბიტრი[[xxiii]].

ასევე, მაგალითად, ჩინეთში, განსხვავებულ აზრზე მყოფი არბიტრი თავად წყვეტს მოაწერს თუ არა ხელს გადაწყვეტილებას, რაც ამ უკანასკნელის ძალაში შესვლას არ ზღუდავს[[xxiv]].

დასკვნა

ეს კონკრეტული საქმე თუ სხვა იურისდიქციები, რომლებიც განვიხილეთ, ქმნიან ერთან სურათს და მიუთუთებენ ხელმოწერის არარსებობისას შედარებით ლმობიერ, ლიბერალურ მიდგომაზე[[xxv]].

BGH-მა საკითხის დეტალური განხილვა არ ჩაატარა და მან პირდაპირ აღიარა მოდალური კანონის გავლენა,  საინტერესო იქნებოდა გვენახა, თუ როგორ განმარტავენ მოდალური კანონის ამ კონკრეტულ მუხლს სხვადასხვა იურისდიქციაში[[xxvi]]. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ BGH-მა თავისი ამ გადაწყვეტილებით, შექმნა ერთგვარი პრეცენდენტი, რომელიც შეიძლება მომავალში ვიხილოთ იმის ერთ-ერთ მაგალითად, თუ როგორ უნდა მოხდეს მოდალური კანონის 31(1)-ე მუხლის განხილვა. საინტერესოა, განმარტავენ თუ არა მსგავსად ლობერალურად ამ კონკრეტულ მუხლს მოდალური კანონის სხვა ხელმომწერი სახელმწიფოები მომავალში.

აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი არ დაკარგავს აქტუალურობას და სამომავლოდ უნდა ველოდოთ ბევრ დისკუსიას იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ე.წ მანქანურ ხელმოწერებს (კერძოდ, „ხელმოწერის მიღება ვერ მოხერხდა“) ჩაანაცვლოს „ტრადიციული“ ხელმოწერები, მოდალური კანონის ამ კონკრეტული მუხლის შესაბამისად. თუმცა, არბიტრის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერის არარსებობა კვლავ რჩება პრობლემურ საკითხად[[xxvii]].

ავტორი: ანი თავხელიძე


[i] იხ. Chapter 1: Introduction to International Arbitration’, in Gary B. Born , International Arbitration: Law and Practice, P. 8; Redfern, A., & Hunter, M. (2015). International Arbitration.

[ii] იხ. ვებ-საიტი: https://www.keystonelaw.com/keynotes/what-is-arbitration-and-why-choose-it

[iii] იხ. ვებ-საიტი: https://lawcrafted.com/legal-challenges-in-enforcing-arbitration-awards/?

[iv] იხ. I ZB 34/23 Case No. other instances: 26 Sch 14/22 (Higher Regional Court of Frankfurt)

[v] იხ. ვებ-საიტი: https://legalblogs.wolterskluwer.com/arbitration-blog/no-signature-no-problem-german-court-addresses-arbitral-awards-signature-requirement-under-uncitral-model-law/

[vi] იხ. I ZB 34/23 Case No. other instances: 26 Sch 14/22 (Higher Regional Court of Frankfurt)

[vii] იხ. ვებ-საიტი: https://legalblogs.wolterskluwer.com/arbitration-blog/no-signature-no-problem-german-court-addresses-arbitral-awards-signature-requirement-under-uncitral-model-law/

[viii] იხ. ვებ-საიტი: https://www.hg.org/legal-articles/germany-s-bgh-decision-on-the-validity-of-arbitral-awards-68784

[ix] იხ. ვებ-საიტი: https://legalblogs.wolterskluwer.com/arbitration-blog/no-signature-no-problem-german-court-addresses-arbitral-awards-signature-requirement-under-uncitral-model-law/

[x] იხ. NCITRAL Model Law on International Commercial Arbitration, Article 31

[xi] იხ. ვებ-საიტი: https://legalblogs.wolterskluwer.com/arbitration-blog/no-signature-no-problem-german-court-addresses-arbitral-awards-signature-requirement-under-uncitral-model-law/

[xii] იხ. იგივე

[xiii] იხ. ვებ-საიტი: https://legalblogs.wolterskluwer.com/arbitration-blog/no-signature-no-problem-german-court-addresses-arbitral-awards-signature-requirement-under-uncitral-model-law/;

UNCITRAL Arbitration Rules (2021), Article 34(4);

International Dispute Resolution Procedures (2021), Article 33(2)

LCIA Arbitration Rules (2020), Article 26(6)

VIAC Rules of Arbitration and Mediation (2021), Article 36(3)

German Arbitration Institute (DIS) (2021), Article 39(4)

[xiv] იხ. I ZB 34/23 Case No. other instances: 26 Sch 14/22 (Higher Regional Court of Frankfurt); https://legalblogs.wolterskluwer.com/arbitration-blog/no-signature-no-problem-german-court-addresses-arbitral-awards-signature-requirement-under-uncitral-model-law/

[xv] იხ. იგივე

[xvi] იხ. იგივე

[xvii] იხ. იგივე; https://www.hg.org/legal-articles/germany-s-bgh-decision-on-the-validity-of-arbitral-awards-68784

[xviii] იხ. იგივე

[xix] იხ. იგივე

[xx] იხ. იგივე

[xxi] იხ. იგივე

[xxii] იხ. ვებ-საიტი:  https://legalblogs.wolterskluwer.com/arbitration-blog/no-signature-no-problem-german-court-addresses-arbitral-awards-signature-requirement-under-uncitral-model-law/

[xxiii] იხ. შვეიცარიის ფედერალური კანონი კერძო საერთაშორისო სამართლის შესახებ, 189-ე მუხლი; https://www.fedlex.admin.ch/eli/cc/1988/1776_1776_1776/de

[xxiv] იხ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არბიტრაჟის შესახებ კანონი, მუხლი 24; https://www.gjxfj.gov.cn/gjxfj/xxgk/fgwj/flfg/webinfo/2016/03/1460585589956294.htm

[xxv] იხ. ვებ-საიტი: https://legalblogs.wolterskluwer.com/arbitration-blog/no-signature-no-problem-german-court-addresses-arbitral-awards-signature-requirement-under-uncitral-model-law/

[xxvi] იხ. იგივე

[xxvii] იხ. იგივე

Leave a Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *