სავარაუდო ფულის გათეთრებისა და კორუფციის მიმართება საერთაშორისო საჯარო წესრიგთან ბელოკონის საქმის მაგალითზე – ფრანგული სასამართლოების ევოლუციური მიდგომა
ფრანგული სასამართლოების საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების მომხრე განწყობა საყოველთაოდ ცნობილია.[i] საფრანგეთის სასამართლოები, ისტორიულად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემოწმების მინიმალისტური სტანდარტით გამოირჩევიან.[ii] თუმცა, უკანასკნელ წლებში ფრანგული სასამართლოების პრაქტიკაში იმ საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების შემოწმების ფარგლების გაფართოების ტენდენცია შეინიშნება, რომელიც ფულის გათეთრებისა და კორუფციის საკითხებს ეხება. დღევანდელ ბლოგ-პოსტში განხილული იქნება ფრანგული სასამართლოების მიერ, საერთაშორისო საჯარო წესრიგთან შესაბამისობის საფუძვლით, […]