პარტნიორთა კრების ოქმის ბათილობასთან დაკავშირებული დავების არბიტრაჟუნარიანობა – საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი
შესავალი დავის საარბიტრაჟო წესით გადაწყვეტისათვის მხარეთა თანხმობის არსებობა ერთგვარ აქსიომას წარმოადგენს[i], თუმცა მხოლოდ მხარეთა თანხმობა დავას არბიტრაჟუნარიანად ვერ გარდაქმნის. როგორც უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ („ნიუ იორკის კონვენცია“,), ისე UNICTRAL-ის მოდელური კანონი საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ („UNICTRAL-ის მოდელური კანონი“) დავათა არბიტრაჟუნარიანობასთან დაკავშირებით მიუთითებს დავის საგნის ბუნებაზე, კერძოდ, დავის საგანს უნდა გააჩნდეს არბიტრაჟით გადაწყვეტის […]