პასუხისმგებლობის განსაზღვრის პრობლემა საარბიტრაჟო წარმოების დროს AI-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

შესავალი        თანამედროვე ეპოქაში ხელოვნური ინტელექტი სამართლიანადაა მიჩნეული მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პირმშოდ.[i]  სულ უფრო და უფრო იზრდება მისი როლი სამართლებრივ სფეროშიც. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია საარბიტრაჟო წარმოებაში დაჩქარებული ტემპით გარდაქმნის მის პროცედურულ საკითხებს.  არბიტრაჟისთვის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული და არატრადიუციული მექანიზმისთვის, მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური ადაპტირება ცვლილებებთან.       ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს უპირობოდ აქვთ პოტენციალი არბიტრაჟის პროცესი […]