ხელმოწერის მოპოვება ვერ მოხერხდა: გერმანიის ფედერალური სასამართლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალურ მხარეს ახალ მნიშვნელობას ანიჭებს

შესავალი არბიტრაჟი საერთაშორისო ასპარეზე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მეთოდად იქცა [[i]]. ამას განაპირობებს არა მხოლოდ ის, რომ არბიტრაჟს მხარეებისთვის ორმხრივად მომგებიანი ვითარების უზრუნველყოფა შეუძლია, რაც ვერ ხერხდება ჩვეულებრივი სასამარლო დავის დროს, არამედ ისიც, რომ ის ბევრად სრწაფი, ნაკლებად ძვირი, კონფიდენციალური და მოქნილია [[ii]]. თუმცა, რა თქმა უნდა, არბიტრაჟს მრავალი სირთულე და ბევრი დაბრკოლება […]

ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არბიტრაჟისადმი მეგობრული განწყობის ამსახველი 2025 წლის მაისის გადაწყვეტილების ანალიზი

შესავალი არბიტრაჟი საერთაშორისო დავის გადაწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საშუალებს წარმოადგენს, რადგან ის მხარეებს სთავაზობს ავტონომიას, ნეიტრალიტეტსა და საზღვრებს მიღმა მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულების მექანიზმს 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის საფუძველზე. თუმცა, პრაქტიკაში, მხარეთა სწორედ ის შეთანხმება, რომლებიც მიზნად ისახავს დავის   არბიტრაჟის საშუალებით გადაწყვეტას, ხშირად ნაკლიანია. მრავალენოვან შეთანხმებებში ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები, თარგმანისას დაშვებული შეცდომები, საარბიტრაჟო ინსტიტუტის ან/და წესების […]

ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის  წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა როგორც საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობა

შესავალი 2014 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, ევროკავშირმა მიიღო რეგულაცია No 833/2014[i], რომლითაც, მათ შორის,  აკრძალულ იქნა გარკვეული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული იურიდიულ პირებისათვის მიყიდვა და  მიწოდებაც. სწორედ აღნიშნული რეგულაციის დარღვევა გახდა შტუტგარტის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს (Oberlandesgericht Stuttgart, OLG Stuttgart) შეფასების საგანი (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გერმანიის საჯარო წესრიგთან […]

პლაგიატი არბიტრაჟში: სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რასაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება მოჰყვა

„სამართლიანი პროცედურა წარმოადგენს არბიტრაჟის ლეგიტიმურობის ფუნდამენტურ საფუძველს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მხარეებს არ აქვთ შესაძლებლობა გაასაჩივრონ ტრიბუნალის გადაწყვეტილება. მართლაც, ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია, რომელიც მათ ეძლევათ, არის ის, რომ მათი დავა გადაწყდეს სამართლიანი, მიუკერძოებელი და თანასწორი პროცესის მეშვეობით” [i]  სწორედ ასე იწყება სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ახლახანს, 2025 წლის 8 აპრილს გამოქვეყნდა და რომლის საფუძველზედაც, […]

უცხოური  საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებისას, De Minimis პრინციპის საფუძველზე სასამართლოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება

მკითხველისათვის, წინა ბლოგ-პოსტების გათვალისწინებით, ალბათ უკვე ცნობილია, რომ საქართველო წარმოადგენს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის (შემდგომში „ნიუ-იორკის კონვენცია“) ხელშემკვრელ სახელმწიფოს და ეს კონვენცია ინკორპორირებულია არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონში (შემდგომში „აშკ“). აშკ-ს 45-ე მუხლი, ნიუ-იორკის კონვენციის V მუხლის მსგავსად,   ჩამოთვლის  რამდენიმე ამომწურავ საფუძველს, რომელთა არსებობს შემთხვევაშიდაც, კომპეტენტური სასამართლო (რომელსაც […]

ინტერესთა კონფლიქტი ITLOS-ში – გამოწვევების ახალი ტალღა საერთაშორისო არბიტრაჟში

შესავალი საქართველოში საერთაშორისო არბიტრაჟისა და მისი გამოწვევების განხილვისას, სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება ექცევა საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალს (შემდგომში – “ITLOS”), რომლის იურისდიქციაც საზღვაო სამართლის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას (შემდგომში – “UNCLOS” ან „კონვენცია“) ეყრდნობა.[i] ITLOS ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საერთაშორისო ასპარეზზე. კერძოდ, საყურადღებოა, მის მიერ მიღებული დროებითი ზომები სამი უკრაინული საზღვაო ხომალდის […]

წინასაარბიტრაჟო პროცედურების მნიშვნელობა და მისი დაუცველობის გავლენა საარბიტრაჟო წარმოებაზე

შესავალი საარბიტრაჟო შეთანხმებები ხშირად მოითხოვს, რომ საარბიტრაჟო წარმოების დაწყებამდე განხორციელდეს გარკვეული პროცედურული ნაბიჯები, როგორებიცაა მედიაცია, მოლაპარაკება და სხვა. ეს ნაბიჯები ქმნის ე.წ „გაგრილების პერიოდს“, რომლის დროსაც მხარეებს შეუძლიათ თავად სცადონ დავის მშვიდობიანად გადაჭრა.[i] წინასაარბიტრაჟო ნაბიჯების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები. ზოგიერთი სასამართლო ამ ნაბიჯების გამოტოვებას სერიოზულ დარღვევად მიიჩნევს, რაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანაზე […]

პროფესორ ემანუელ გაილარდისადმი მიძღვნილი  გამოსამშვიდებელი სიტყვა, რომელიც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდა

2021 წლის 1 აპრილს, ცნობილი პროფესორისა და საარბიტრაჟო პრაქტიკოსის, ემანუელ გაიალარდის გარდაცვალებამ მთელი საერთაშორისო საარბიტრაჟო საზოგადოება დაამწუხრა. მის გარდაცვალებას, რა თქმა უნდა, გამოეხმაურა მრავალი გამოჩენილი საარბიტრაჟო პრაქტიკოსი, საარბიტრაჟო ისნტიტუტი და სხვა ცნობილი ორგანიზაცია, თუ იურისტი, მათ შორის სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი და ასევე გამოჩენილი არბიტრი – თომას ქლეი, რომელმაც ვრცელი გამოსამშვიდობელი სიტყვა მიუძღვნა ემანუელ გაილარდს.[i] ეს […]

10 წელი პრაქტიკაში! (მე-2 ნაწილი)

ბლოგ პოსტების ამ სერიის მეორე ნაწილი მინდა დავუთმო საუკეთესო სასამართლო პრაქტიკას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებასა და გაუქმებაზე. ეს საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან არბიტრაჟის ერთ-ერთ უპირატესობად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების საბოლოობა მიიჩნევა. ამავე დროს, ვიცით, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების უკონტროლოდ დატოვება არ შეიძლება (ჩვენ ამის ცუდი გაკვეთილი თავად ვიწვნიეთ[1]), და როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაც მოწმობს,[2] აუცილებელია არსებობდეს სასამართლოს მინიმალური ზედამხედველობა […]

10 წელი პრაქტიკაში! (1-ლი ნაწილი)

წელს 10 წელი შესრულდა, რაც საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“ შევიდა ძალაში. ვფიქრობ, მიზანშეწონილია გავაანალიზოთ რა მოხდა ამ პერიოდში, სად ჰქონდა ადგილი პროგრესს, რა რჩება გამოწვევად და სად არის ძირითადი ბარიერები, თუ წინსვლის შესაძლებლობები. ამ მიზნით არბიტრთა ასოციაცია 2020 წლის 21 ოქტომბერს გამართავს 10 წლის აღნიშვნის ღონისძიებას, სადაც სფეროს ექსპერტებსა და ფართო საზოგადოებას, მართალია ვირტუალურ სივრცეში, […]